NDI – გამოკითხულთა უმეტესობა მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს

გამოკითხულთა უმეტესობა მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ის კვლევის დოკუმენტში.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ არსებული მთავრობის მუშაობა საშუალო შეფასებას იმსახურებს, 2% ძალიან კარგად აფასებს, 12% კარგად, 22% ცუდად აფასებს არსებული მთავრობის მუშაობას, 11% – ძალიან ცუდად.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები