“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნინო სამხარაძე გახდა

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად ნინო სამხარაძე გახდა.

2025 წლის 27 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც თვითმმართველობის 11 წევრი აირჩიეს, ხოლო არჩეულმა წევრებმა ელექტრონული პლატფორმის საშუალებით დღეს პრეზიდენტი აირჩიეს.

ნინო სამხარაძე “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტია.

სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მიხედვით არჩეული პრეზიდენტი აღნიშნულ პოზიციას ორი წლის ვადით დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები