ვეს მიტჩელი: გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველომ ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველომ მიაღწია ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შეიქმნა სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე უმაღლეს შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფას, და ვაპირებ მისი გუნდის მხარდაჭერას ეკონომიკური ჩართულობისა და დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები