უმრავლესობის წევრი ,,ევროპულ საქართველოს“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ვანსა და ხონში შუალედურ არჩევნებში ევროპული საქართველოს მიერ ადმინისტრაციული რესურსის გემოყენების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
„აი, ამ დარღვევაზე საუბრობდა ახლახანს „იმედზე“ უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ბოკერია კი უცოდინრობაში გვდებდა ბრალს, როცა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივ გამოყენებაზე იყო საუბარი. უცოდინრობა და უტიფრობა თავისთან მოიკითხონ, რადგან ვიდეოში კარგად ჩანს, დღეს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი პარლამენტის კუთვნილი ავტომობილით როგორ გადაადგილდებოდა ხონში, # 2-ე საარჩევნო უბანზე!!! ეს არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, რაც იმდენად აქვთ გამჯდარი ქცევაში, რომ ახლაც ვერ ეჩვევიან მავნე ზნეს… ჩვენ მოქალაქეები ტრანსპორტით იმიტომ არ უზრუნველგვყოფენ, რომ პარტიული მიზნებისთვის მოვიხმაროთ, მით უმეტეს არჩევნებზე და მითუმეტეს საარჩევნო უბანზე!. ეს არის ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა!!! და ამის “გაპრავება” კიდევ უფრო მეტი უცოდინრობა და უტიფრობა!!! “ – წერს უმრავლესობის დეპუტატი ფეისბუქის გვერდზე.
საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ,, ევროპული საქართველო“ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ტელეკომპანია იმედის ეთერში დაადანაშაულა.
მისი თქმით, დღეს ხმის მიცემის პროცესში და შტაბების მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები ევროპული საქართველოდან.
“ჩვენი მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაც და დღევანდელი დღეც კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა არსებით ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია და არჩევნები ყველგან ყველა უბანზე მშვიდ, თავისუფალ გარემოში წარიმართა“ – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები