“მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილებაა პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება“

ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილის მუშაობის სტილს და მის შესაძლებლობებს, მას შეუძლია სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს მოცემულობა. სიახლეები საჭიროა. მინახავს, როგორ ცვლიდა ყველაფერს უკეთესობისკენ ყველაზე კრიტიკულ და ურთულეს დროს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
„უთუოდ მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილებაა პოლიტიკური პარტიის ლიდერად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება, არა იმიტომ, რომ კრიზისია გუნდში, როგორც ეს ისმის კომენტარებში ოპონენტების მხრიდან და ასე ნამდვილად არაა, არამედ პარტიის გაძლიერებისა და კონსოლიდაციისთვის“, -განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ეს ასევე საჭიროა საზოგადოებრივი რესურსის, ახალი იდეების და რეფორმების ირგვლივ გაერთიანებისთვის.
,,ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს ბიძინა ივანიშვილის ჩართვა და ეს მხოლოდ სასიკეთოა ქვეყნისთვის. მე მჯერა, მას სხვა არაფერი ამოძრავებს, გარდა ქვეყნის სიყვარულისა და მისი მსახურებისა. ვფიქრობ, ეს ეტაპიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბესელიამ.
“ქართულ ოცნებაში“ დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები