თბილისის ზღვაზე ავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და „მოპედი“ შეეჯახნენ, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 – კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა არასრუწლოვანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები