გუდაურში სრიალისას მოზარდის დაღუპვაში ბრალდებულს, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე, გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით და 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.
გიორგი ლიპარტელიანი ტატიშვილს, გუდაურში თხილამურებით სრიალისას, 2016 წლის იანვარში დაეჯახა, რის შედეგადაც, 12 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ბრალდების მხარე და სალომე ტატიშვილის ოჯახი გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ ლიპარტელიანი უდანაშაულოდ სცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენში ნათქვამია, რომ შემთხვევისას, გიორგი ლიპარტელიანი 20 წლის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები