რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ავარიაში მონაწილე ავტომობილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები