საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეზე ექსპერტიზას ჩაატარებენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზამ პასუხი მთავარ კითხვას უნდა გასცეს, თუ რამდენი დანა გამოიყენეს დაჭრის დროს.
“დაახლოებით ორ დღეში საქართველოში ჩამოდიან ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ საქმეზე. ისინი მოწვეული არიან დაცვის მხარის ინიციატივით, ვინაიდან სწორედ დაცვის მხარის სურვილია საქმეზე დადგინდეს უტყუარი ჭეშმარიტება და გაირკვეს დაჭრის პროცესში რამდენი დანა მონაწილეობდა. მიგვაჩნია, რომ თუ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, საქმეზე ჭეშმარიტება მარტივად დადგინდება. სამწუხაროდ, ბარლდების ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს, ამ კითხვას ვერ პასუხობს”, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები