კასპში, ერთ-ერთ ოჯახს შეიარაღებული ნიღბიანები თავს დაესხნენ

კასპის რაიონის, სოფელ ფერმაში ერთ-ერთ ოჯახს სამი შეიარაღებული ნიღბიანი თავს დაესხა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელები თანხას და ძვირფასეულობას ითხოვდნენ.
მათივე თქმით, შეიარაღებულებმა იარაღის მუქარით ოჯახის სამი წევრი ჯერ დააბეს, შემდეგ კი მათ დანით ჭრილობები მიაყენეს.
თავდამსხმელებმა სახლიდან 3000 ლარამდე თანხა და ოქროს ნივთები გაიტაცეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 179-მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები