“ულამაზესი მხარე – რაჭა-ლეჩხუმი, მშრომელი ხალხით დასახლებული, ნამდვილად იმსახურებს, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს”

“ეს ულამაზესი მხარე, ულამაზესი გმირი და მშრომელი ხალხით დასახლებული, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდეს და დუღდეს. ეს ჩვენი ყველას ვალია და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ეს სწორედ ასე მოხდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველ გუნდს ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვებული ოჯახი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვებული ოჯახი, აღარ იყოს არც ერთი გაჭირვებული ადამიანი და აღარ ჰქონდეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ. ჩვენი ყველას ვალია, მუხლჩაუხრელად გავაგრძელოთ ბრძოლა, შრომა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ სიღარიბე. ეს სინათლეა ფანჯრებში და ამ ადამიანების გმირობა გვაიძულებს და გვაძლევს ენერგიას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, რომ ეს რეგიონი აყვავდეს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები