გიორგი კვირიკაშვილი ნოვრუზ მამედოვს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ნოვრუზ მამედოვს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

„საუკეთესო სურვილებით, ვულოცავ ნოვრუზ მამედოვს – აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს. ველოდები მასთან თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ერებს შორის“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები