როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, 20 – 21 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
22 – 23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 20 – 21 აპრილს +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 – 23 აპრილს 2 – 3 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი