სომხეთში დაკავებულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველების მიერ დაკავებულთა რიცხვი, 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პოლიციის ანალიტიკის, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ედგარ ჯანაოიანმა განაცხადა.
მანამდე კი, ოპოზიციის ლიდერმა ნიოლ ფაშინიანმა შეკრებილებს სახელმწიფო სტრუქტურების და დაწესებულებების პიკეტირებისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ „ხავერდოვანი რევოლუცია“ რამდენიმე დღეში დასრულებოდა.
საპროტესტო აქციების ტალღა ერევანში, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევამ გამოიწვია. მღელვარება სომხეთის დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, არ ცხრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები