სირიის არმიამ იარმუკის ბანაკი დაბომბა

სირიის სამთავრობო ძალებმა, დამასკოს შემოგარენში, ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაბომბეს.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს ბაშარ ასადის ძალებზე რამდენიმე დღის წინ, მისი მთავრობა კვლავაც აგრძელებს სამხედრო მანევრებს.
არსებული ინფორმაციით, ბანაკში ჯიჰადისტებთან ერთად, ლტოლვილი მოსახლეობაც იმყოფებოდა. ტერიტორია ჰაერიდან დაიბომბა, მასზე ასევე, სახმელეთო იერიში განხორციელდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ ასადი კიდევ უფრო მკაცრი სამხედრო პოლიტიკის გატარებას აპირებს სირიაში, მის მიერ დასახული მიზნის შემჭიდროვებულ ვადებში მიღწევის მიზნით.
რამდენიე დღის წინ, ამერიკის და მისი მოკავშირეების წერტილოვანმა დარტყმებმა, მიზნები სრულიად გაანადგურა, თუმცა, ზოგადი სურათი ქვეყანაში ვერ შეცვალა.
7-წლიანი ომის შედეგად არსებული მონაცემებით, 500 ათას სირიელზე მეტია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები