ერევანში პოლიციამ 16 მომიტინგე დააკავა

სამართალდამცველებმა ერევანში საპროტესტო აქციის 16 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციის ანალიტიკის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსმა, ედგარ ჯანოიანმა განუცხადა.
ჯანოიანის განცხადებით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, რომლებიც ამ დროისთვის პოლიციაში არიან გადაყვანილები.
მანამდე კი, ოპოზიციის ლიდერმა ნიოლ ფაშინიანმა შეკრებილებს სახელმწიფო სტრუქტურების და დაწესებულებების პიკეტირებისკენ მოუწოდა და დაამატა, რომ „ხავერდოვანი რევოლუცია“ რამდენიმე დღეში დასრულებოდა.
საპროტესტო აქციების ტალღა სომხეთში, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევამ გამოიწვია. მღელვარება სომხეთის დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, არ ცხრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები