ლავროვი ვარაუდობს, რომ ფხენიანი უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ბირთვული პროგრამის გაუქმების სანაცვლოდ, ფხენიანი ამერიკას ხელშეუხებლობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოსთხოვს.
ამის შესახებ ლავროვმა რუსული ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. „ირანის მაგალითის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ფხენიანი ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს, ბირთვული პროგრამის გაუქმების სანაცვლოდ. კონკრეტულად ეს თხოვნა რაში იქნება გამოხატული, ამის თქმა ამ ეტაპზე გამიჭირდება“ – განაცხადა ლავროვმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა, კიმ ჩენ ინს შეხვდეს ჩრდილო და სამხრეთ კორეის სამიტის შემდეგ, რომელიც 27 აპრილს გაიმართება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ასევე, არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამერიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ერთობლივი სამიტი ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები