ათენში კრიმინალური ავტორიტეტი ჩაცხრილეს

საბერძნეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალურ უბანში, ადგილობრივი მაფიის „ნათლია“ ჩაცხრილეს. გარდაცვლილია 45 წლის კრიმინალური ავტორიტეტი – იორგოს ლიცოსი, მეტსახელად „ბუბი“.
მსხვერპლის მანქანას ორმა მოტოციკლეტისტმა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე სამართალდამცველებმა 10-ზე მეტი მასრა ამოიღეს. მსხვერპლს კი 8 ნატყვიარი აღმოაჩნდა. მათი ვერსიით, მომხდარი, რომელიმე კლანის მიერ დაკვეთილი მკვლელობაა. იორგოს ლიცოსი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ბერძენი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მომხდარი გავლენის სფეროების გადანაწილებას და კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება.
მასზე პირველი თავდასხმა 2016 წელს მოხდა, თუმცა ლიცოსი მაშინ უვნებელი გადარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები