პროკურორი: კუპრავა ცრუობს, მან ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება პროკურატურაში

0

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ცრუობს.
“ამჟამად მიმდინარეობს ზვიად კუპრავას გამოკითხვა და მე იმედი მაქვს რომ დღეს მაინც ის წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას, ვინაიდან ბოლო პერიოდში ჩვენ ვისმენთ მის მოსაზრებებს რომელსაც თან არ ახლავს მტკიცებულბები. ასეთი არაერთი ფაქტი შემიძლია დავასახელო, მაგალითად სულ ახლახანს კუპრავა გამოიკითხა მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მან თავიდან განაცხადა რომ გააჩნდა მობილური ტელეფონი რომელშიც ჩაწერილი იყო კონკრეტული ზეწოლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია თუმცა გამოკითხვისას მან ვერც ჩანაწერი და ვერც მობილური ტელეფონი ვერ წარმოადგინა. კუპრავას მიერ გავრცელებული თითოეული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზად ისახავს საზოგადოებაში მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, რომ ვითომდა პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ხორციელდება ზეწოლა სასურველი ჩენების მიღების მიზნით და თითქოსდა პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რაც არის სრული სიცრუე. დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირები და მიმდინარეობს სასამართლო განხილვები” – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძე.
“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი სამართალდამცველებს აშანტაჟებს. კუპრავას მტკიცებით, მირზა სუბელიანს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის კადრები აქვს. კუპრავა ამბობს, რომ სუბელიანისგან კადრების მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომელიც ჩიხში შევიდა.გავრცელებული ინფორმაციით, მირზა სუბელიანის ოჯახის წევრი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი