ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 25 ადამიანი მოკლეს

აღმოსავლეთ სირიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სამთავრობო ძალებს თავს დაესხნენ. ინციდენტის დროს, ჯიჰადისტებმა 25 ჯარისკაცი მოკლეს, სირიის ქალაქ მაიედინში.
ამ ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა კონტროლი 6 თვის წინ დაკარგეს. სწორედ ამის გამო, სამთავრობო ძალებში დაბნეულობა გამოიწვია შეიარაღებულმა თავდასხმამ.
შეტაკების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს არც ბაშარ ასადი და არც მისი სამხედრო მაღალჩინოსნები. თუმცა ადგილზე მყოფი წყაროები მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მსხვერპლი ისლამური სახელმწიფოს რიგებშიც მრავლადაა.
მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირას გაშენებულ დასახლებებს დიდი ხანია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ვეღარ აკონტროლებენ, რადგან ქალაქის მართვის სადავეები აშშ-ის დახმარებით, სირიულმა დემოკრატიულმა ძალებმა აიღეს. თავდასხმას ადგილობრივები ისლამური სახელმწიფოს მხრიდან შურისძიებად აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები