ზვიად ქორიძე: არ მივიღებთ ისეთ ბრალდებას, რომელიც არის უსაფუძვლო

0

“არც ერთი ბრალდება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, ეს იყო ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მივაწოდეთ. ჩვენ არ ვართ ბრალდების რეჟიმში, არ ვართ ბრალმდებლები, ისევე, როგორც არ მივიღებთ არანაირ ისეთ ბრალდებას, რომელიც არის უსაფუძვლო”,-ამის შესახებ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა სასჯელაღსრულების მინისტრთან შეეხება იმას თუ რისი რესურსი არსებობს ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით სტანდარტის ამაღლების.
“თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა დროებითი მორატორიუმი იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, ვისაც აქვს სურვილი, რომ კომისიას დაელაპარაკოს, ასეც მოხდება, რათა ვისაუბროთ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა რაიმე რესურსი, რომ ამაღლდეს სტანდარტი. სწორედ ამას შეეხება დღეს საუბარი”, – განაცხადა ქორიძემ.
მისივე თქმით, კახა კახიშვილთან იმ მექანიზმებზეც იქნება საუბარი, რაც უკვე არსებობს და რისი შეცვლაც შიძლება.
შეგახსენებთ, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც შეწყალების კომისიის წევრები, პრეზიდენტი და სასჯელაღსრულების მინისტრი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი