ერევანში საპროტესტო აქციის კიდევ 33 მონაწილე დააკავეს
ერევნის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 33 ადამიანი დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულები პოლიციის შენობაში იმყოფებიან.
დაკავებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი, სომხური ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებისკენ მოუწოდა მომიტინგეებს.
მან ასევე დასძინა, რომ საპროტესტო აქციას საკმაოდ კარგად შემშავებული მოქმედების გეგმა გააჩნია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეები სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირებას და მათი მუშაობის პარალიზებას კვლავაც შეეცდებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხის მობილიზება და აქციების გამართვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აირჩიეს.