ინდოეთში ძლიერი შტორმის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა – არიან დაშავებულები

ინდოეთის ბენგალის შტატის ქალაქ კალკუტას ძლიერმა შტორმმა გადაუარა.
მომხდარის შედეგად, გარდაცვლილია 7 და დაშავებულია ამდენივე მოქალაქე. ქარის სიმძლავრემ წამში 100 კმ შეადგინა.
სტიქიამ ასევე დააზიანა ქალაქ კალკუტას შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობის სახლები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 13-მე გაიზარდა.
პოლიციის განცხადებით, მათ ოფიციალურად, მხოლოდ 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება შეუძლიათ.
ქალაქის ქუჩებში ფესვიანად ამოძირკვულია ხეები, პარალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობა, რაც ქალაქში მოძრაობას შეუძლებელს ხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები