ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ქალაქ ჯავაში, მიწისქვეშა ბიძგებმა, პანიკა გამოიწვია. ბანჯარნეგარას რაიონის მაცხოვრებლებმა, გვიან ღამით, სახლები დატოვეს.
5 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. შენობების ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა ორი და დაშავდა ოცი ადამიანი.
უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები პოლიციას დრობით საცხოვრებლებში გადაჰყავს.
ინდონეზიაში,  ინდოეთის ოკეანეში არსებული სეისმურად აქტიური მონაკვეთის სიახლოვის გამო, მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები