გიორგი კვირიკაშვილი: ADB მომავალ საქმიანობაში აქცენტს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე აკეთებს

„აზიის განვითარების ბანკი თავის მომავალ საქმიანობაში აქცენტს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე აკეთებს. ამ შემთხვევაში, რეგიონში იგულისხმება ჩვენი ქვეყნის სამეზობლო ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზიის სხვა რეგიონები და სპარსეთის ყურის ქვეყნები“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერმა განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ ოფისს კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„უმნიშვნელოვანესია, რომ აქცენტი გაკეთდება თითოეული დახარჯული დოლარის, თუ ევროს ეფექტზე კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ანუ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კერძო სექტორის განვითარებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების განვითარებაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აგრეთვე, ჩვენს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ეხება მდგრადი განვითარების მიზნებს, გაერო-ს მიერ დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.
უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტ თანამშრომლობასა და უფრო სუფთა გარემოს, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მისასალმებელია ჩვენი მხრიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ ოფისს ძალიან კარგი თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები