იტალიაში „კოზა ნოსტრას“ 22 წევრი დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა, სიცილიაში მოქმედი მაფიის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია ჩაატარეს. შედეგად, დაკავებულია 22 ადამიანი „კოზა ნოსტრას“ ლიდერის, მატეო დენაროს ანტურაჟიდან.
პალერმოს პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიების მსვლელობისას, მათთვის ხელმისაწვდომი გახდა „კოზა ნოსტრას“ ლიდერებს შორის არსებული დაშიფრული მიმოწერები, რის შემდეგაც გადაწყდა სპეცოპერაციის ჩატარება.
„კოზა ნოსტრას“ ლიდერი მატეო დენარო 56 წლისაა, ის უკვე არაერთი წელია იძებნება და მსოფლიოს ყველაზე საშიშ დამნაშავეთა ათეულში შედის. დენარო უკვე 10 წელზე მეტია, „კოზა ნოსტრას“ მაფიას მეთაურობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები