ტრამპი: ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ჩრდილო კორეა ბირთვული იარაღის წარმოებას არ შეწყვეტს

ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან გამართა შეხვედრა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იმედი აქვს, რომ მაისში ჩანიშნული შეხვედრა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. თუმცა, ტრამპმა იქვე აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია შეხვედრა გადადოს, თუ ის რეალური შედეგის მომტანი არ იქნება.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესთან ერთად ჩაატარა, ასევე აღნიშნა, რომ აშშ ჩრდილო კორეაზე ზეწოლას მანამ გააგრძელებს, სანამ ბირთვული იარაღის წარმოება არ შეწყდება კიმ ჩენ ინის რესპუბლიკაში.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა, სავარაუდოდ, პირველ მაისს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები