“რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდება მაშინ, როდესაც ის ამას დაიმსახურებს”
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ფლორიდის შტატში გამართულ პრესკონფერენციაზე, კომენტარი გააკეთა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების ამოქმედებაზე.
„სანქციებს მაშინ დავაწესებთ, როდესაც რუსეთი ამას დაიმსახურებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მოხარული იქნებოდა, ურთიერთობები დარეგულირებულიყო რუსეთთან, ჩინეთთან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან.
რამდენიმე დღის წინ, გაეროში ამერიკის წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილმა განაცხადა, რომ სულ მალე გახდებოდა ცნობილი, თუ რა სახის ახალი სანქციები დაეკისრებოდა რუსეთს, სირიის საკითხის გამო. მან ასევე, აღნიშნა, რომ ახალი სანქციები იმ კომპანიებს შეეხებოდათ, რომლებიც სირიაში საბრძოლო ტექნიკის ჩატანას უზრუნველყოფდნენ. თუმცა, მოგვიანებით, „ვაშინგტონ პოსტმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპი ახალ სანქციებზე ჯერ-ჯერობით თავს იკავებდა.