კუბის ეროვნულმა ასამბლეამ მიგელ დიაზ-კანელი რაულ კასტროს შემცვლელად დაასახელა
პირველად, მრავალი წლის შემდეგ, კუბას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც კასტროს გვარის წარმომადგენელი არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცეელებს.
კუბის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე ოფიციალურად წარადგინა პირველი ვიცე-პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი, კუბის მთავრობის მეთაურის პოსტზე.
ფიდელ კასტრომ, 2008 წელს, თანამდებობა რაულ კასტროს გადააბარა, მისი საიდუმლოებით მოცული ავადმყოფობის გამო. 2016 წელს ფიდელ კასტრო გარდაიცვალა. მისმა ძმამ, რაულ კასტრომ კი, მთავრობის გადაბარებისას განაცხადა, რომ ქვეყანას კვლავაც “ააყვავებდა და გააძლიერებდა”, თუმცა ეს არ მოხდა.
ახლა კი, 86 წლის რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს და ქვეყანას 59 წლის დიაზ-კანელს აბარებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, ცვლილებების დროა.