ერევანში ჟურნალისტებს მოუწოდებენ, არ შეუშალონ ხელი პოლიციას, მოვალეობის შესრულებისას

დღეს, დილით, ერევანის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები შეძლებენ ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან მათი დისტანცირება მოხდება.
„პოლიცია რეაგირებას ახდენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შემთხვევებზე და მოგიწოდებთ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გარკვეული დისტანცირება მოახდინოთ, რათა ხელი არ შეუშალოთ სამართალდამცველებს, თავიანში მოვალეობის შესრულებაში“, – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.
ოპოზიციის ლიდერმა კი, რამდენიმე დღის წინ, „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყება დააანონსა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხის მობილიზება და აქციების გამართვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები