ერევანში აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოვლენათა ეპიცენტრი კვლავაც დედაქალაქის ცენტრში მდებარე საფრანგეთის მოედანია. ამ წუთებში საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის კანცელარიასთან არიან შეკრებილები.
არსებული ინფორმაციით, გუშინ აქციის მსვლელობისას სომეხმა სამართალდამცველებმა 66 ადამიანი დააკავეს. ხოლო აქციისა და ოპოზიციის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს აქციის დაშლისკენ მოუწოდეს. თუმცა, პოლიციელების მითითება არ შესრულებულა. გუშინვე ფაშინიანმა მომიტინგეებს მობილიზაციისაკენ და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებისაკენ მოუწოდა. მან შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რა დროსაც განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის ბლოკირება უნდა მომხდარიყო.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხის მობილიზება და აქციების გამართვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები