კახაბერ კუჭავამ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ქუთაისის N1 საჯარო სკოლას, იშვიათი ჯიშის მცენარე გადასცა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს, ქუთაისის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა და იშვიათი ჯიშის მცენარე გადასცა.

„ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსზე, ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალიან კარგი პრეზენტაცია წარმოადგინეს და მათ მიერ შერჩეული საკითხების სიღრმისეულ ცოდნა აჩვენს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს მათ საჩუქრად უნიკალური ჯიშის ხე გადავეცით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ამ ასაკიდანვე იგრძნონ, თუ რამდენად  მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და აუცილებელია თითოეული ადამიანის ჩართულობა ამ კუთხით“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ სკოლის მუზეუმი დაათვალიერა და სასწავლებლის ისტორიის ამსახველ ექსპონატებს გაეცნო.

წელს, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური 21 მარტს ჩატარდა და მას  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები