არჩილ თალაკვაძე: გარკვეული ძალები ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, ეს პროცესები სუს-ს სათანადოდ აქვს შეფასებული

„გარკვეული ძალები ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გარკვეული ძალები ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და ცდილობენ საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორს იმიჯი შეულახონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს პროცესები სათანადოდ აქვს შეფასებული და აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა მის გასანეიტრალებლად“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, სუს-ის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები