პაატა ბელთაძე: ყველაზე დიდი სივრცე, სადაც ძალადობის გამოვლინებები ხდება, არის სამუშაო ადგილი
„მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის“ რეგიონულმა გენდერულმა კოორდინატორმა პაატა ბელთაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ქალთა შრომით უფლებებზე და სამუშაო ადგილებზე სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა.
პაატა ბელთაძის თქმით, ყველაზე დიდი სივრცე, სადაც ძალადობის გამოვლინებები ხდება, არის სამუშაო ადგილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით მგრძნობელობა მომატებულია, სახელმწიფოს კიდევ უამრავი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, როგორც საკანონმდებლო რეგულაციების უკეთ დახვეწისა და წარმოდგენის, ასევე, რეაგირების მექანიზმების რისკების შეფასებისა და მსხვერპლთა დაცვის საკომპენსაციო სისტემის შემუშავების მიზნით“,- განაცხადა პაატა ბელთაძემ.
პაატა ბელთაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქალებმა თავიანთი დარღვეული უფლებებისა და სექსუალურად შევიწროების ფაქტების შესახებ საუბარი დაიწყეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა ბოლო დროს უფრო დაიწყეს სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ საუბარი, მათი შევიწროების ფაქტები გაცილებით დიდია, მაგრამ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს ე.წ. სიჩუმის კულტურაზე და სტეროტიოპულ, მენტალურ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს და სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, საზოგადოების, სახელმწიფოს, მასმედიის როლი, რომ რაც შეიძლება მეტი ფაქტი იყოს იდენტიფიცირებული და ამ იდენტიფიცირების შემდეგ მოხდეს მათზე სათანადო რეაგირება“,- აღნიშნა ბელთაძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.
მისი თქმით, ამგვარი გამოვლენების შესახებ სრულფასოვანი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა.
„სრულფასოვანი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა ერთ-ერთი გამოკვევის შედეგის მიხედვით, გამოკითხული ქალების 70% ამბობს, რომ ერთხელ მაინც განუცდიათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება, რომელიც სხვადასხვა ფორმებით ვლინდება. ბევრს შესაძლოა, მიაჩნდეს, რომ სექსუალური შევიწროება მხოლოდ ფიზიკური ან სხვადასხვა დაწინაურების, ანუ უკეთესი სამუშაო ადგილების ქონას გულისხმობს. გარდა ამისა, მას უამრავი სხვა ფორმა აქვს, რომელიც შესაძლოა გამოიხატებოდეს დამაშინებელი და მტრული გარემოს შექმნით სამუშაო ადგილებზე, შესაძლოა იყოს არავერბალური, მათ შორის უხამსი მესიჯების შემცევლობის, ტელეკომუნიკაციების გზით გადაცემა, ნებისმიერი არასასურველი დამოკიდებულება და ქცევა, რომელიც მსხვერპლს და დასაქმებულ ადამიანს უქმნის ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ბარიერებს სამუშაო ადგილებზე და აყენებს ძალიან დიდ ტანჯვას. რეალობა უფრო მძიმდება, როცა ამ ადამიანებს არ აქვთ სამართლებრივი დაცვის საშუალებები და მექანიზმები, არ აქვთ ნდობა, რომ ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ დადგება კონკრეტული შედეგები“,- განაცხადა პაატა ბელთაძემ და დასძინა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი რეაგირების მექანიზმი არის სასამართლო.
ბელთაძის განცხადებით, ხშირად მსხვერპლი ხდება საკუთარ თავში ჩაკეტილი, ეს კი გავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე, შესასრულებელი სამუშაოს მიერ დამოკიდებულებაზე და მისი თქმით, ამით გარკვეულწილად დამსაქმებელიც განიცდის ზიანს.
„გარდა იმისა, რომ მოცემულობა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობისა არსებობს, ჯერ კიდევ ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს საზოგადოებას, თუ რა არის ფასი, რასაც ამგვარი გამოვლინებების შედეგად ჩვენ ვიხდით.
სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, ჩვენს კანონმდებლობაში განმარტებაც კი, როგორც ასეთი, სამართლებრივი, სექსუალური შევიწროებისა, არ გვაქვს, მხოლოდ შრომის კოდექსი საუბრობს, ძალიან ზოგადად რომ დაუშვებელია შევიწროება, მაგრამ ცალკე სექსუალურ შევიწროებას არ გამოყოფს.
ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს ის, რომ ადამიანები ბოლომდე არ არიან ინფორმირებულები თუ რას წარმოადგენს სექსუალური შევიწროება. მე მახსენდება ერთი კვლევა, რომელიც წლების წინ ჩატარდა: როდესაც ქალებს ჰკითხეს, იყვნენ თუ არა სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი, მხოლოდ 15%-მა თქვა, რომ იყვნენ მხვერპლნი, თუმცა, მას შემდეგ როდესაც აუხსნეს, თუ არა არის სექსუალური შევწიროება, რომ ის უფრო მრავალგაზნომილებიანი ფენომენია, ეს რიცხვი უკვე 15%-დან 60%-მდე გაიზარდა“,- აღნიშნა პაატა ბელთაძემ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით მიმართვიანობის სტატისტიკა მზარდია, აუცილებელია, უფრო მეტად მოხდეს ამგვარ ფაქტებზე რეაგირება და იდენტიფიცირება.