ერევნის ცენტრში აქციის მონაწილეებს აპატიმრებენ
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის დედაქალაქში, სადაც მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება, აქციის მონაწილეებს აპატიმრებენ. ერევნის ცენტრში ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია და საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებას ახორციელებს.
ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერმა ქალაქის ცენტში შეკრება დააანონსა, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოყვა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენი ადამიანის დაკავება იგეგმება.
საპროტესტო აქციები ერევანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა.