„CIA”-ს დირექტორი მაიკლ პომპეო კიმ ჩენ ინს საიდუმლო ვითარებაში შეხვდა

CNN-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის „CIA”-ს დირექტორი მაიკლ პომპეო კიმ ჩენ ინს საიდუმლო ვითარებაში შეხვდა.
CNN-ის წყარომ უკვე დაადასტურა, რომ შეხვედრა 2 კვირის წინ გაიმართა ფხენიანში. შეხვედრაზე პომპეოს, თეთრი სახლიდან, არცერთი პოლიტიკოსი თან არ წაუყვანია. მას შეხვედრისას მხოლოდ „CIA”-ს მაღალჩინოსნები ახლდნენ.
თეთრი სახლი, პომპეოს ჩრდილო კორეაში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. პირველად ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, თუმცა, მას შემდეგ თეთრი სახლი დუმს.
იგეგმება, რომ 1-ელ მაისს შეხვედრა შედგება დონალდ ტრამპსა და ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის.
ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გადაწყვეტილების შემდეგ, რამაც მთელი მსოფლიო აღაშფოთა, კიმ ჩენ ინმა მოგვიანებით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა გადაწყვიტა და დიპლომატიური არხებიც აამუშავა. სავარაუდოდ, დაგეგმილ შეხვედრაზე, აშშ-ის და ჩრდილო კორეის ლიდერები ბირთვული პროგრამის დეტალებზე ისაუბრებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები