ამ წუთებში, ერევანში, აქციის მონაწილეები პრემიერის ადმინისტრაციის შენობას ტოვებენ

ამ დროისთვის ერევანში მდებარე პრემიერის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიას საპროტესტო აქციის მონაწილეები ტოვებენ. ისინი უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრემიერ მინისტრის პოსტზე ექს-პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ.
აქციის ოპოზიციონერი ლიდერი ნიკოლ პაშინიანი კი აცხადებს, რომ ამით საპროტესტო აქცია არ სრულდება. ის ქალაქის ქუჩებში გეგმავს აქციის ეპიცენტრის გადატანას და დამატებით ხალხის შეკრებას.
პაშინიანის თქმით, მისი მომხრეები ამ წუთებში განიხილავენ „ხავერდოვანი რევოლუციის“ მიმდინარეობის საკითხს და მომდევნო მოქმედებების დაგეგმვას ახორციელებენ.
ერევანში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ მინისტრად სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგისიანი აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები