გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლების და პედაგოგების აქცია მიმდინარეობს

109-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა და პედაგოგებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა გადაკეტეს​. აქციის მონაწილეები ბაღის დახურვას აპროტესტებენ.
მშობლები და პედაგოგები თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას, სასწავლო პროცესის აღდგენას და ბაღის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.
ბაღის აღსაზრდელების მშობლებს ბავშვები სხვა ბაღებში, სადაც ისინი გადაანაწილეს, არ მიჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, 18 აპრილიდან ბაღი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე იკეტება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობას გამაგრება სჭირდება.
N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები