თავდაცვის მინისტრმა კახეთში სამხედრო ნაწილები მოინახულა (ფოტოკოლაჟი)
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კახეთის რეგიონში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა.
აჭარის რეგიონის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში არსებულ სამხედრო ქვედანაყოფებში იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და მასზე დისლოცირებულ პირად შემადგენლობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რეზერვის ახალ სისტემას სხვადასხვა ბაზაზე ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდება.
ლევან იზორიამ ეროვნული გვარდიის საველე ბანაკი პალდოში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მუხროვანში და საწვრთნელი ცენტრი „ნორიო“ მოინახულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, წლის განმავლობაში, ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს.