საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით, შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში სატყეო სექტორის გაცნობის მიზნით, შვედეთის სატყეო დარგის პროფკავშირების წარმომადგენლები იმყოფებიან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის ხეობას ეწვივნენ, სადაც ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ.
პროფკავიშრების წარმომადგენლებმა ქართული მხარისგან დარგში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიიღეს. ასევე, სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მხარეები, ტყის სექტორის მდგრადი მართვის მიმართულებით, გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები