ანდრია გვიდიანი: გამოჩნდა, რომ ოპოზიცია არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის

ეკონომისტ ანდრია გვიდიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრის გადადებით, გამოჩნდა რომ საპარლამენტო უმცირესობა არ არის მზად დიალოგისთვის.

“გამოჩნდა, რომ ოპოზიცია არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. შესაბამისად, მათი განცხადებები, მათი დღის წესრიგი არის დაკავშირებული მხოლოდ პოპულიზმთან, არასერიოზულ და არაადექვატურ განხილვებთან. აქედან გამომდინარე, მათ თავი შეიკავეს. სასაცილოა იმის თქმა, რომ დეპუტატებმა დრო ვერ გამონახეს ფინანსთა მინისტრთან შესახვედრად“, – აცხადებს ეკონომისტი.

ანდრია გვიდიანის შეფასებით, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის მზაობა პარლამენტში მისვლაზე და კონსტრუქციულ დიალოგთან დაკავშირებით, არის მისასალმებელი და უპრეცენდენტო.
,,ეს არის უპრეცედენტო, იმდენად, რამდენადაც, როგორც საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, მინისტრი თავის სიმართლეში ბოლომდეა დარწმუნებული და ის მზად არის ნებისმიერ, მათ შორის მწვავე შეკითხვებზე გასცეს პასუხები საკანონმდებლო ორგანოში. ფინანსთა მინისტრმა დაიტოვა იმის საშუალება, რომ როდესაც ჩამოვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მას შემდეგ გამართოს დიალოგი. ის მზად არის იმ მწვავე კითხვებისთვის, რომელიც ექნებათ დეპუტატებს“, -განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიციამ შეკრება ვერ მოახერხა, რის გამოც იგი პარლამენტში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები