ლევან გოგიჩაიშვილი: პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ქართული პოლიტიკური კულტურისთვის უპრეცედენტოა

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა, პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის, – ამის შესახებ „კვირას“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიცია, მოცემულ ეტაპზე, მინისტრთან შეხვედრისთვის მზად არ აღმოჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მამუკა ბახტაძე მზადაა, აშშ-ში მისი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, შეხვდეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ისე უმცირესობას.

„ბატონი მამუკა ბახტაძის ინიციატივა, პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის, ეს დიდი სიახლეა ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის. რეგლამენტში არ არსებობს ეს ფორმა, როდესაც მინისტრი თავად გამოხატავს სურვილს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლასთან დაკავშირებით, მინისტრს სურს, ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და სიღარიბის დამარცხების მისეული ხედვების შესახებ, არამარტო უმრავლესობასთან, არამედ ოპოზიციასთანაც გამართოს დისკუსია, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ მოახერხა შეკრება. დღეს არ აღმოჩნდა მზად ამისთვის, ალბათ მათთვისაც მოულოდნელი იყო მინისტრის ასეთი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს მათ სისუსტეზე მიუთითებს, მაგრამ შეთავაზება ძალაშია და ფინანსთა მინისტრი მზადაა, აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ, შეხვდეს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას“, – განუცხადა „კვირას“ ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრისთვის, ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, რის გამოც იგი პარლამენტში, აშშ-ში მისი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები