„მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს”

0

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს.

„ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერასოდეს ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ ეს პოზიცია გვაქვს და ყველგან გვექნება დაფიქსირებული. მაგრამ ჩვენი მიდგომა არ არის ის, რომ ერთი კონკრეტული ან რამდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები.  ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.  სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ასეთ აქცენტებს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი