ოპოზიციამ ერევანში სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება გადაწყვიტა

ერევანში მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა ხავედროვანი რევოლუციის დაწყება დააანონსა.

„ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა. მე ვაცხადებ, რომ უკვე სტარტი აიღო არაძალადობრივმა ხავერდოვანმა რევოლუციამ“- განაცხადა მიტინგზე პაშინიანმა. ამ წუთებში ერევანში მდებარე საფრანგეთის მოედანზე, უამრავი ხალხია შეკრებილი.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ის და აქციის მონაწილეები, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებასაც მოახდენენ.
ერევანში მღელვარება სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევას მოყვა. სწორედ ამის გამო, დედაქალაქში აქციები უკვე რამდენიმე დღეა იმართება. სომხეთის პარლამენტში სერჟ სარგსიანის პრემიერად არჩევის საკითხი სწორედ ამ წუთებში განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები