ამერიკაში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება ტრასაზე განახორციელა
მცირე ზომის Cessna 210-ის ბორტს აფრენიდან მალევე შეექმნა პრობლემები. ტრასიდან სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით, კაფეში მყოფ ხალხს არც კი უეჭვია, რომ თვითმფრინავის ტრასაზე ავარიულ დაშვებას შეესწრებოდნენ.
პილოტმა მალევე დააფიქსირა, რომ საწვავი მასიურად გაედინებოდა ბაკიდან და იძულებული გახდა, ახლომდებარე ტრასა მოეძებნა დაშვებისთვის. ავარიული დაშვებისას თვითმფრინავის პილოტმა მოახერხა, რომ არც ერთ მანქანას და ახლომდებარე შენობას არ დაჯახებოდა. ბორტი საბოლოოდ ხიდიდან მდინარე კოლორადოში ჩავარდა, თუმცა, მხოლოდ სამმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები. მსხვერპლი არ არის. ამ ეტაპზე სამართალდამცველები ავარიული დაშვების მიზეზებს სწავლობენ.