სანდრო ვეფხვაძე: ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს სამართლიანი თამაშის წესები შესთავაზა

ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს სამართლიანი თამაშის წესები შესთავაზა, რაც ვგონებ, არ არის ურიგო -ამის შესახებ ჟურნალისტი სანდრო ვეფხვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვეფხვაძე თვლის, რომ აუცილებელია ქვეყანაში ალტერნატიული ფინანსური წყარო შეიქმნას.

“მეგობრებო, ჩემს მოკრძალებულ აზრს ვიტყვი & let’s be clear!

ავად თუ კარგად, ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში მივიღეთ არადივერსიფიცირებული ეკონომიკა, რომლის ერთადერთი პოლუსი საფინანსო სექტორია, ანუ სიმძიმის წერტილი გადის ბანკებზე.
საქართველოში საბანკო სექტორი რეგიონში ხასიათდება ჭარბი ლიკვიდურობით, რაც სულაც არ არის ურიგო.
ბანკებმა თავის დროზე გააცოცხლეს ბევრი მიძინებული სექტორი, მათ შორის დეველოპმენტი.

თუმცა, რამდენად არის საბანკო სექტორი business friendly, რამდენად რელევანტურია საპროცენტო განაკვეთები და ზოგადად, რამდენად საჭიროა “ჭანჭიკების” მოჭერა, – ამ ყველაფერზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვიკამათოთ.

და ზოგადად, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა გზა “რომში” არ მიდიოდეს:

აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას ალტერნატიული ფინანსური წყარო;
ქვეყანა უნდა გახდეს ღია საინვესტიციო ბანკებისთვის, ვენჩორული კაპიტალისა და angel investor-ებისთვის;
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა, თავისუფალი კაპიტალის ბაზარი და Private Funding-ი;
კაპიტალის დაზღვევა და რაღა თქმა უნდა, სასტარტო კაპიტალი;

ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილის აღსრულების შემთხვევაში, ანუ ეკონომიკის დივერსიფიცირების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას მუხრუჭს მამაზეციერი ვერ მისცემს.
დაბოლოს, ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს სამართლიანი თამაშის წესები შესთავაზა, რაც ვგონებ, არ არის ურიგო“, -წერს სანდრო ვეფხვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები