თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის, ლიბანის, ილორის, ზარზმის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების და დავით ჯაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელი-ციციშვილის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების VII, VIII, IX, X, XI ქუჩების, ხომლელის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჩაბელის, ასათიანის, თელეთის, მერჩულეს, ცურტაველის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, გრიშაშვილის, ბექა-ოპიზარის, დეკაბრისტების, საბანიძის და წალკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ზუგდიდის, ევდოშვილის, სოხუმის, ფოთის, თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის II და III ქუჩების, ლამის, დავითაშვილის, დიღომბარის, სააკაძის, ბერიაშვილის, სიღნაღის, ნინო და კალისტრატე სალიების ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მახათას მთის, ქურთების დასახლების, ხუდადოვის, ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლათის, აბაშის, ტაშირის, ლანჩხუთის, გივიშვილის, ჭალადიდის, ლებარდოს, ასხინის, მეორე ქვალონის, ცაიშის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, ლაილაშის, ყირიმის, აჭარის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, არგვეთის, ზაზიშვილის, აგარის, მეუნარგიას, დადიანის, ვეშაპურის, ზაქრაძის, ქურდიანის, გრომოვის, ლალიონის, რეხის, აგიაშვილის, ბეთაშვილის, ბარაკონის, დურმიშიძის, ჯორჯაძის, გაბისკირიას, მნათობის, ჩეჩელაშვილის, ნორიოს, ლარეხის, ართვინის, მიჩურინის, ქინქლაძის, როსტოვის, კიკვიძის და თეთნულდის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
 
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები