ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის შვილები ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გარდაცვლილის მამამ ზვიად გამრეკელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მისი შვილიშვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და შემდგომი გართულებების თავიდან არიდების მიზნით, ჯერჯერობით ოჯახი ბავშვების ნახვისგან თავს იკავებს.
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები