ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე ჩაინიშნა.

მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან ერთად სასამართლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელებს. ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები