ბაღების სააგენტო 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღისთვის ინვენტარს შეისყიდის

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 10 მშენებარე ბაგა-ბაღის ინვენტარის შესასყიდად ტენდერს აცხადებს. შესაძენ ინვენტარს შორისაა ავეჯი, სამზარეულოს დანადგარები, საოჯახო ელექტროტექნიკა, ჭურჭელი და სხვა საჭირო ნივთები.

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები თითქმის ყველა ობიექტზე დასრულებულია. ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები და ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ახალი ბაღები წელს საბურთალოს, გლდანის, ვაკის, ნაძალადევის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებს შეემატება, რითაც, დამატებით, 3500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება გახდება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები